ნიკოლოზ ყაზბეგის პერსონალური გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართება

30 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში, სერია „თეატრისა და კინოს მხატვრების“ მე-6 ტომის პრეზენტაცია გაიმართება, როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, სერია  ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეულ მხატვარს – ნიკოლოზ ყაზბეგს ეძღვნება.
კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, გაიხნება ნიკო ყაზბეგის პერსონალური გამოფენაც. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის შემოქმედების ამსახველი, კინოსა თუ თეატრისათვის შექმნილი კოსტიუმისა და დეკორაციის ესკიზები.
„სამსახურს, რომელიც მისი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, იგი ყველაზე მეტად აფასებდა და თავში აზრადაც არ მოსდიოდა პერსონალური გამოფენის მოწყობა – იგი მისი სიკვდილის შემდეგ შედგა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში, სადაც თავი მოიყარა კინოსა და თეატრის უამრავმა მუშაკმა და ხელოვნების მოყვარულმა“, – წერდა ო. მელიქ-შახნაზაროვა ნიკა ყაზბეგის შესახებ.
„ნინო“, „ჯარისკაცის მამა“, „შეხვედრა წარსულთან“, „ჩარი რამა“ – ფილმები, რომელთა პერსონაჟები და სცენები მყარად იბეჭდება მნახველის გონებაში, არა მხოლოდ სიუჟეტისა და შინაარსის, არამედ გამომსახველობითი ფორმების წყალობითაც. საკუთარი საქმის მოყვარულმა პროფესიონალმა ჩვიდმეტი ფილმისა და ბევრად მეტი (სამასამდე) სპექტაკლისათვის შექმნა შესანიშნავი კინო და თეატრალური ესკიზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები