ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის, ილია აბულაძის სახელობის მოედანი გაიხსნა
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ქართველი ფილოლოგისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის, ილია აბულაძის სახელობის მოედანი გახსნა.
მოედანი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით გაიხსნა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა, სიმბოლურად, რამდენიმე ყვავილი დარგო.
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ლია აბულაძის წიგნის, „მოგონებების გაფანტული ფურცლების“ პრეზენტაცია.