გოგი ოჩიაურის „ხევსურული მოთხრობების“ წარდგენა გაიმართება
25 ნოემბერს, 15:00 საათზე, გამოჩენილი მხატვრის, მოქანდაკისა და საზოგადო მოღვაწის, გოგი ოჩიაურის წიგნის, „ხევსურული მოთხრობების“ წარდგენა გაიმართება.
ცნობილი ქართველი ფერმწერი გოგი ოჩიაური დაიბადა ფშავში 1927 წელს. ხუთი წლის ასაკში ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მალევე მოუწია მთაში დაბრუნება და 1941 წელს ხევსურეთში, სოფელ ბარისახოს სკოლაში განაგრძო სწავლა. თბილისურ უდარდელობასა და მხიარულებას შეჩვეული ახალგაზრდისთვის მთაში ცხოვრება ორმაგად მკაცრი აღმოჩნდა. ბავშვობის წლებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ოჩიაურის, როგორც პიროვნების და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.
გოგი ოჩიაურის „ხევსურული მოთხრობები“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დასტამბა და მთიელთა ცხოვრება და წეს-ჩვეულებებია ასახული.