ამირან სალუქვაძე: მის დედას 3 თვეა მოღალატეს ეძახიან, დებატებში გამოწვევაზე აფეთქდა საზოგადოება?!

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის ვაჟისადმი დებატების თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას მოჰყვა.
შესაბამის პოსტს სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
მაგრად მაკვირვებს ეს ხალხი.
მის დედას 3 თვეა მოღალატეს ეძახიან (ეს ყველაზე მძიმე ბრალდებაა ადამიანისთვის, რომელსაც სასამართლო ადგენს), კონკურენტმა “ფრანგი ქალი” უწოდა, საარჩევნო კლიპები გადიოდა 2 თვე “არ იცის ქართულიო” და ა.შ. დებატებში გამოწვევაზე აფეთქდა საზოგადოება?!
ამის საპასუხოდ, პირადი ცხოვრების შეხება შეიძლება, ეს პროდასავლურობის უმაღლეს სტანდარტად მიგაჩნიათ და ე.წ. მესამე სექტორიც დუმს.

უკუეფექტი აქვს ასეთ ქმედებებს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები