ვალერი გელაშვილი: გიორგი ვაშაძემ მითხრა – პრეზიდენტს რომ გადაუდექი აბა, რა გეგონაო

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მისი ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
„ჩემთვის მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მიიღო, რა მნიშვნელობა აქვს ექვსი წელი იჯდება, თუ რვა. მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წელიც საკმარისია.
რა იყო ამ დანაშაულის მოტივი, ეს ყველაფერი ცნობილია. ყველაფერი დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან, მის სახლთან, სადაც უნდა შესულიყო, ის სახლი ჯერ ჩემი იყო. ზეციდან არავინ ჩამოვიდოდა და ანგარიშსწორებას არ გამიკეთებდა. თავდასხმის შემდეგ, მაშინვე დავაფიქსირე აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული იყო.
​თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, საუკეთესო შემთხვევაში ინვალიდი უნდა ვყოფილიყავი, რადგან თავის ქალიდან როცა სითხე იქცევა, მენინგიტი გემართება და თუ გადარჩი, ეტლის გარეშე ვერ ივლი. ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ეგრე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ ღვთის ნება არ იყო და გადავრჩი. მერე კი წყლის ჩასხმა მოინდომეს, გათიშვა უნდოდათ, მაგრამ თვითმფრინავმა მოასწრო ჩამოსვლა და წამიყვანეს”, – აღნიშნა გელაშვილმა.
ასევე მან განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ მას უთხრა:
„პრეზიდენტს რომ გადაუდექი აბა, რა გეგონაო, სადაც უნდა პირზე დავადგები”, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები