„ნაცმოძრაობა“ იყო საქართველოს სიმსივნე, რომელსაც მეტასტაზები აქვს დარჩენილი”

„მე მგონი საერთოდ არ არის თვითონ გიორგი ვაშაძე ამ თემაში ჩახედული“ , – ასე შეაფასა ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრმა თეა მაჭავარიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადება ონკოპაციენტთა დაფინანსების შესახებ .
„ევროპა დონა ჯორჯიას“ წევრები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურნენ. თეა მაჭავარიანის თქმით, მისთვის შოკი იყო, ასეთი განცხადების მოსმენა იმ ადამიანისგან რომელსაც სურვილი აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს.
„გამოდის ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს ხელისუფლებაში და ამბობს, რომ ეს არის შავი ხვრელი, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის მათი ხელწერა.
მე მგონი, თვითონ „ნაცმოძრაობა“ იყო საქართველოს სიმსივნე, რომელსაც მეტასტაზები აქვს დარჩენილი, 2018 წელს 28 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ქიმია უნდა გავუკეთოთ და მოვაშთოთ ეს მეტასტაზები“, -განაცხადა მაჭავარიანმა.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ პროგრამის ხარვეზი არის ის, რომ ფული იხარჯება არა დაავადების პრევენციაზე, არამედ მომაკვდავი ადამიანების მკურნალობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები