ზემო ობჩაში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურ დახმარებას ბაღდათის მერია აღმოუჩენს(ვიდეო)

სოფელ ზემო ობჩაში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მევლუდ პატარიძის ოჯახს ფინანსურ დახმარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია აღმოუჩენს.
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მევლუდ პატარიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ორმოდან ამოყვანის ოპერაციაში მაშველებთან ერთად მძიმე ტექნიკაც იყო ჩართული. გარდაცვლილის ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა მიუსამძიმრეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა 20 ნოემბერს მოხდა. სოფელ მეორე ობჩაში 45 წლის მევლუდ პატარიძე ჭის წმენდის სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც ჭის კედლები ჩამოიშალა და ის მიწის მასაში მოყვა. ცხედარი მაშველებმა 12-მეტრის სიღრმიდან რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები