ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების კომპლექსური შემოწმებები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების კომპლექსურ შემოწმებებს აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, შემოწმების მასალების საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წალენჯიხის და ჩხოროწყუს სატყეო უბნების ტერიტორიებზე 2007 წელს 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა.
ლიცენზიის ფარგლებში, სისტემატურად ხდებოდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და ირღვეოდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად გამოვლენილი დარღვევებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 190 383, 70 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მფლობელის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები და გაუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიატს ჩამოერთვა ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიატების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად შეფასდება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მოხდება უმკაცრესი ზომების გატარება.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცენზიაც გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები