ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების ფაქტზე ხვალ არასამთავრობოებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გამოიკითხებიან

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები -“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საია-ს აღმასარულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
ოფიციალური ინფორმაციით, ასევე ხვალ, საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები