ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მიმდინარე წლის 19 ნოემბერს ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით სსკ-ის 173-ე მუხლით დაკავებულ ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ კობა კ-ს და გელა კ-ს იზოლატორში შესახლებისას აღენიშნებოდათ დაზიანებები, გამოძიება დაიწყო.​
როგრც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, შეტყობინებების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები