ეკა ბესელია ვალების განულებაზე: ამ გადაწყვეტილების მასშტაბს და მის ჰუმანურობას ვერ დააკნინებენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, გასაკვირია ის ფაქტი, რომ ვალების განულების ჰუმანურ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქილიკებს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მსგავსი დამოკიდებულებით ვერ დააკნინებენ.
„მინისტრები პარლამენტში დადიან და მოვლენ, ჩვენ საზედამხედველო კუთხით, მუდმივად გვაქვს ეს პროცესი და ეს კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება არჩევნების შემდეგაც. ამ საკითხებზე ყველა დონეზე გაკეთდება განმარტებები.
​გულწრფელად მიკვირს, ასეთი ტიპის, მართლაც, უპრეცედენტო და მასშტაბურ ქველმოქმედებას, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თავისი შინაარსით არის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა და მოიძებნენ ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას აქილიკებენ. ეს უბრალოდ, მათი პრობლემაა და ამ გადაწყვეტილების მასშტაბს და მის ჰუმანურობას ვერ დააკნინებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები