თურქეთში ტრანზიტული გადაადგილება ქართველი გადამზიდავებისთვის ფასიანი ხდება
პირველი თებერვლიდან თურქეთში ტრანზიტული გადაადგილება ქართველი გადამზიდავებისთვის ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო – სატრანსპორტო სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2014/89769977-tiflis BE/4211730 ნოტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 თებერვლიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესდა გადასახადი 113 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი თურქული ლირის ოდენობით, როგორც საპასუხო ზომა, მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი (ცარიელი-დატვირთული) ქართული სანომრენიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის “ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის” (ECMT) ნებართვით, ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.