როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა (ფოტოკოლაჟი)

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ამსახველ ფოტო მასალას ავრცელებს. კადრები შემზარავია.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად ნანგრევებში 34 წლის ქალი და მისი 9 თვის შვილი მოჰყვა. მაშველები ნანგრევებში მათ ცხედრებს 7 საათის განმავლობაში ეძებდა.
ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი