თბილისში, შანიძის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

0

თბილისში, შანიძის ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. გზის ნაწილის ჩანგრევის შედეგად, ორმოში სამგზავრო ავტობუსის უკანა ბორბალი ჩავარდა, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
მომხდარის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შანიძის ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი