16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება

0

თბილისი: 16 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება.
სრულაიდ უკრაინის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გეორგიას” პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას თქმით, წელს ქართველი რეჟისორების ფილმების ნახვას მაყურებელი უკრაინის 6 ქალაქში – კიევში, ხარკოვში, სუმიში, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ლვოვსა და ჟიტომირში შეძლებს.
“ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმები, რომელსაც ბოლო წლებში მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. ერთ-ერთი მათგანი ზაზა ურუშაძის “აღსარება” – ოსკარის ნომინაციის ლონგ-ლისტშია შესული, როგორც „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. თითოეული ფილმი ქართულ ენაზე, უკრაინული სუბ-ტიტრებით იქნება წარმოდგენილი”, – აცხადებს შამუგია.
უკრაინის მაშტაბით სულ ნაჩვენები იქნება შვიდი ახალი ქართული ფილმი: „აღსარება“, „ნამე“, „ხიბულა“, „ექვთიმე“, „გრძელი ნათელი დღეები“, „სიმინდის კუნძული“ და „მოირა“
კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი 16 ნოემბერს კიევში გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“. მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი