თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, გურიაში ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი გადაიდო
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.