საქართველო-შვედეთს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმება შედგა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურმა დირექტორმა შარლოტ პეტრი გორნიცკამ ფინანსთა სამინისტროში ხელი მოაწერეს საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, შეთანხმების მიზანია თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებით: ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარება; გაძლიერებული დემოკრატია, ადამიანის უფლებათა პატივისცემის უფრო მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობით მართული უფრო განვითარებული სახელმწიფო გაუმჯობესებული გარემო, შემცირებული ნეგატიური გავლენა კლიმატზე, გაზრდილი წინაღობა დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გაიმართა საქართველოსა და შვედეთს შორის 2014-2020 წლებისთვის თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საელჩოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი და მათ შორის SIDA, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია, რომელთანაც ქვეყანას წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები