გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს აკრიტიკებს (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს აკრიტიკებს და მის განცხადებებს სისულელეს უწოდებს. ამის შესახებ ვაშაძემ 2017 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. აღნიშნული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
“ჩადიხარ იქ და ეუბნები, მინდა ნატო, მაგრამ ამ დროს თავდაცვის მინისტრს უკვე განცხადებული აქვს, რომ საქართველოს კატეგორიულად არ უნდა მაპი, იმიტომ რომ მზად არის პირდაპირ გაწევრიანდეს. ამხანაგი ხიდაშელი ამას აცხადებს კამერების წინ. ამას ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საელჩო თარგმნის და ტელეგრამით უშვებს იქ. ამის შემდეგ იბადება მარტივი შეკითხვა, დალოცვილიშვილო, 1999 წელს, ვაშინგტონის სამიტზე, ნატოს უმაღლესმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ ვერავინ გაწევრიანდება, 1999 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები გამზადებულები იყვნენ წევრობისთვის და ბოლო წუთში “ბრინქ”, ერთმანეთს პისტოლეტებით პირველად დაახამხამებს თვალს, ეს გააკეთა დასავლეთმა და დაუწესეს მაპი ბალტიისპირეთს. 2003 წელს კი შევიდნენ ნატოში, მაგრამ 4 წელი დაკარგეს. მაშინ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მაპის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ გაწევრიანდებოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რაც ჩვენ ერთობლივ კომუნიკეში ჩაგვიდეს 2016 წელს. ამის შემდეგ, მინისტრი გამოდის და მე მაპი არ მინდაო. ჯერ ვინ გაძლევს? და მერე, რომ მოგცენ უარს იტყვი? და რომ მოგცენ, რატომ ამბობ ამისთანა სისულელეს?” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები