ვახტანგ შაქარიშვილი: დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ პერფორმანსი გამართა

„ჩვენ ვართ საარჩევნო რეჟიმში, „ნაციონალური მოძრაობა“ კი რევოლუციის რეჟიმში იმყოფება. რუსეთს და მის აგენტურას, მის ოფიციალურ რეზიდენტებსა და თანამშრომლებს ამ ქვეყანაში გადატრიალების, რევოლუციის არანაირი შესაძლებლობა არ  აქვთ”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს  თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პერფორმანსი გამართა. ვახტანგ შაქარიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი საპრეზიდენტო კანდიდატისა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პროცენტული მაჩვენებლების გადახედვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ  არჩევნების პირველმა  ტურმა მშვიდობიანად ჩაიარა და ეს  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მისმა ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ შეძლო.

„არჩევნების მეორე ტურიც ასევე მშვიდობიანად ჩაივლის“, – დასძინა ვახტანგ შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები