“რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას და ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პაირხელმძღვანელის განცხადებას, არჩევნების შემდეგ რევოლუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებით განმარტავს და აცხადებს რომ, მისი სიტყვები ხელისუფლებამ არასწორად გაიგო.
„როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინც და მაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, „ქართული ოცნება“ არის „ტროას ცხენი“, ან „ბურიდანის ვირი“, რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: „ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“ აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას ჩემო კარგებო და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“, ჩამოყალიბდით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები