ევროკავშირის ელჩმა საქართველში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას ნეგატიური უწოდა

ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, კარლს ჰარცელი თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა წინასაარჩევნო კამპანია ნეგატიურად მიმდინარეობს.
“ჩვენ კვლავ ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანიის საკმაოდ ნეგატიურ განვითარებას, ესეც არჩევანია, ეს კანდიდატების არჩევანია, რომლებიც ამაში მონაწილეობენ. სიძულვილის ენა და მუქარები, რა თქმა უნდა, ესეც მიუღებელია”, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ სამართალდამცველები სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს სათანადოდ გამოიძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები