ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას – შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

0

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას საარჩევნო გარემოს შესახებ.
„ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი