სიღნაღში, მამაკაცი კვადროციკლით, სცენას დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა

სიღნაღში, 38 წლის გიორგი სიხაშვილი კვადროციკლით გადაადგილების დროს, „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კვადროციკლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები