„საქართველოს 4 ლგბტ კოლონა უტევს, ხოლო მე-5 კოლონა „ნაციონალებისაა“
საქართველოს ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსსექსუალების 4 კოლონა უტევს, ხოლო მე-5 კოლონა „ნაციონალებისაა“, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველო ინტერნაციონალური და ინტერგენდერული უმრავლესობის წინაშე მარტოა.
„საქართველოს ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსექსუალების კომუნითის 4 კოლონა უტევს და მე-5 კოლონა „ნაციონალებისაა“, რომელიც, სამწუხაროდ, ხელისუფლების ნაწილი გამოდის. საქართველო – ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია გადასული და ამ თავსმოხვეულ ბრძოლაში მარტო ვართ. იქით მხარეს კი ინტერნაციონალური და ინტერგენდერული უმრავლესობაა, საქართველო უმცირესობაშია. ძირს ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძირს ლგბტ ძალადობა და პროპაგანდა, არა გარყვნილ, ძალადობითი სექსუალიზმის კულტივირებასა და პროზელიტიზმს“, – წერს ხაბურძანია.