ანა ნაცვლიშვილის მამა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ არის მისაღები, – აცხადებს თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი.
ამასთან, მამუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ავტორისა და ბრალდებულის ადვოკატის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.
ექპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მისივე თქმით, აღნიშნული ჭრილობების ნაწილი, შესაძლოა, ცივი იარაღით, ნაწილი კი სხვა საგნით იყოს მიყენებული.
მოკლული გოგონას მამა ექსპერტის ამ ინფორმაციას არ იზიარებს.
„ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ არის მისაღები. რასაც რვა თვე ლაპარაკობდა ადვოკატი, ზუსტად ის ისაუბრა ექსპერტმა. მე ვუთხარი კიდევაც, რომ კარნახის შესრულება კარგად შესძლებია“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
ცნობისათვის, თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები