„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ” – 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავენ

​თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდების მხარე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავს.

როგორც პროკურორმა გიორგი მუჯირმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირი ისაუბრებს, თუ როგორ განვითარდა 26 მაისს პროცესები.
პროკურორის განცხადებით, ამ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როცა მას ტერიტორიის დატოვება სურდა.
„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაშინ როცა ტერიტორიის დატოვება სურდა. ბრალდების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ორგანიზებულად მოაქციეს ალყაში, არ მისცეს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები