გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი