კიევის ცენტრში ძალოვანების რაოდენობა შემცირდა
წუხელ ძალოვანების რაოდენობა გრუშევსკის ქუჩაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჟამად სამართალდამცავები მხოლოდ ერთ მწკრივში დგანან. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, მეტრო “კრეშატნიკთან”, სადაც ადრე შინაგანი ჯარის კორდონი იყო მობილიზებული, სამართალდამცავები აღარ ჩანან. ძალოვანების რაოდენობა არ შემცირებულა ბანკოვის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს.