სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, გ.ს-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 11 791.98 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროსა (229.59 გრამი) და ვერცხლის (1.800 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ხოლო, საქართველოს მოქალაქეს მ.ა-ს დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (1822.44 გრამი), ასევე, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩნდა.
უწყების ცნობით, ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები