ბესიკ ხარძიანის შვილი: ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მოპოვებული თავისუფლება არ უნდა დავკარგოთ

ბიზნესმენ ბესიკ ხარძანის შვილმა, ქეთა ხარძიანმა რუსთაველის თეატრთან, სადაც მოძრაობა – “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები აქციას მართავენ, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად მოპოვებული თავისუფლება არ უნდა დავკარგოთ.
“დააკავეს უკანონოდ, შემდეგ აწამებდნენ პერიოდულად, სანამ არ დაათმობინეს ქონება და შემდეგ სახლთან კიბეებზე მოკლეს. დღეს ამათ უნდათ დაბრუნება ხელისუფლებაში. 2012 წელს მოპოვებული თავისუფლება, რომელიც რთულად, ადამიანების ჯანმრთელობის და წამების ფასად მივიღეთ, არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ჩვენი თავისუფლებისთვის უნდა ვიდგეთ, რომ აღარ იყვნენ ხარძიანები, რობაქიძეები და სხვა მოკლული შვილის დედები. ამიტომ მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და აღარ დავუშვათ ოჯახების გაუბედურება. დიახ, არა ნაცებს ! თქვენ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებით ხელისუფლებაში და უნდა აიკრძალოთ, როგორც მოძრაობა”,- განაცხადა ქეთა ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები