თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისია შეიქმნა
2014 წლის 19 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 2015 წლის 14-15 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია.
კომისიას უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ალტერნატიულ მმართველს და ქალაქ თბილისის მერს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება EBRD-ის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დავოსშიბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.თბილისშიდაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის მმართველები,რომელთაგან 34 ფინანსთა მინისტრია, აგრეთვე ალტერნატიული მმართველები,ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალურიპირები.