მუკუზანში 18 წლის ბიჭს ერთი თვეა ეძებენ

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუკუზანში 18 წლის ნუგზარ დიასამიძეს ერთი თვეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი სახლიდან 5 ოქტომბერს, საღამოს საათებში გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მათივე ცნობით, ეს ბიჭის დაკარგვის მეორე შემთხვევაა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია პოლიცია და ჩართულია სამაშველო სამსახური, თუმცა 18 წლის ახალგაზრდის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები