ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინა
ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის მედიისთვის უცნობია, თუ რომელ საქმეზე დაიწყო ფარცხალაძის სისხლის სამართლებრივი დევნა და რომელი მუხლით.
მანამდე შსს-ში დაადასტურეს, რომ რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბარებული იყო ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.