ფოთში ელექტროგადამცემი ხაზი აშენდა

 ფოთში ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით 24 კმ სიგრძის 0,4 კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზი აშენდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ფოთის 13 ქუჩას უკვე მიეწოდება ხარისხიანი და უწყვეტი ელექტროენერგია. კომპანია სამუშაოებს ამჟამად ქალაქის ოთხ ქუჩაზე ატარებს. “ამ ქუჩებზე ქსელი ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყო და ამიტომ სწორედ ამ ქუჩებით დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განმარტავენ კომპანიაში. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. დღეს ფოთის მომსახურების ცენტრში შესრულებული და მიმდინარე სამუშოები კომპანიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობამ შეამოწმა. “ენერგო-პრო ჯორჯია” წარმატებით განაგრძობს ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ენერგომომარაგების და მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება”, – აცხადებენ კომპანიაში. ფოთის მომსახურების ცენტრში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშოები უკვე დასრულდა ელადის, კოკაიას, სარსანიას, ჩიტაიას, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის სანაპიროს, პუშკინის, გრიბოედოვის, გიგო დიდიას, სულხან-საბა ორბელიანის, შავი ზღვის, ათონელის და ჩეხოვის ქუჩებზე. ასათიანის, მშვიდობის, ბერდიანსკისა და დანელიას ქუჩებზე კი სამუშოები ამჟამად ჯერ კიდევ გრძელდება. ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურების ცენტრშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები