ია მეტრეველი: შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას, – ამის შესახებ ვერის ბაღში, “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ია მეტრეველმა განაცხადა.

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას. ვინაიდან დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომ შეიქმნა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაბრუნდეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებს უკვე, რისი საშიშროებაა – იმ რეჟიმის დაბრუნების. ამას არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში უკან დავბრუნდეთ და ამიტომ, ჩვენ აქ ვიკრიბებით ამისთვის, რომ გაიღვიძოს ყველამ, იმ ადამიანებმა, ვისაც დაეზარა, ვინც განაწყენებულია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველამ გააცნობიერა და მეორე ტურში დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ვერის ბაღში შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, ”არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები