გიორგი ვაშაძე: პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აუცილებლად შევძლებთ, ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესი შევინარჩუნოთ

გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ილია მეორესთან საუბრის მთავრი თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იყო. მისივე თქმით,პატრიარქმა მათ გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
​„პატრიარქთან იმ თავდასხმებზე გვქონდა საუბარი, რომელიც ჩვენს წევრებზე იყო. მათ შორის, ახალქალაქში, კასპში და მარნეულში და ვთხოვეთ მას დახმარება, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან. ვთხოვეთ დახმარება, რომ რამენაირად დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა. მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები მისი მხრიდან და აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა საკითხს, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება.
მინდა ვთქვა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები