საპატრიარქოში გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა ილია მეორეს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წევრები და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან.
ვაშაძის თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.
„პატრიარქთან ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, სიმშვიდე გვინდა, მშვიდობიანი მეორე ტური გვინდა. დეტალურ კომენტარს შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები