მამუკა ბახტაძე დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“საქართველოს ყველა დიპლომატს ვულოცავ დიპლომატის დღეს!
სწორედ ქართული დიპლომატიის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად მიიკვლევს გზას თანამედროვე, ერთი მხრივ, გამოწვევებითა და მეორე მხრივ, შესაძლებლობებით სავსე მსოფლიოში. საგარეო უწყების თითოეულ წარმომადგენელს, უდიდესი მისია აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვის პროცესში.
მადლობას გიხდით თქვენი შემართების, პატრიოტიზმისა და თავდადებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, ღვაწლსა და მონდომებას. გისურვებთ დიდ გამარჯვებებს საქართველოს საკეთილდღეოდ!”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები