აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის პრაქტიკული სასწავლო კურსის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ, სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული პრაქტიკული სასწავლო კურსი ,,იურიდიული კლინიკა“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიარონ.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ბიუროს მუშაობაში სტუდენტთა მაქსიმალური ჩართვა,აღსრულების სამართლის სწავლების ინტერესის დანერგვა.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები