ჯაპანის სარკინიგზო გადასასვლელზე მოძრაობა შემოვლითი გზით განხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ მიმდინარე წლის 6 ნოემბრის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის 20:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე ნიგოითი-საჯავახოს სარკინიგზო გადასარბენზე (ე.წ. „ჯაპანის“ დაცული სარკინიგზო გადასასვლელი) დაგეგმილია რეზინოკორდული ფენილის და ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება. ასევე, სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების ჩატარება.
“სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები