გიორგი გახარია ახალქალაქის ინციდენტზე – „დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, თუმცა, დღეს ეს პროცესი დასრულდება და ორივე მხარეს ბრალი წარედგინება”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი განცხადებით, პროცესი იმის გამო გაგრძელდა დროში, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ორივე მხარეს ბრალი წარედგინოს.
„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო – დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს თუ არ ვცდები”,- გიორგი გახარია.
ჟურნალისტის კითხვას ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
“ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები