საქართველოს საელჩო აშშ-ში: ბოლტონის საქართველოში ვიზიტზე დეზინფორმაცია გავრცელდა

საქართველოს საელჩო აშშ-ში ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონ ბოლტონი საქართველოს მიერ თავდაცვითი შეიარაღების შეძენით შეშფოთებულია. საელჩოს ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“ – წერია საელჩოს განცხადებაში.
ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს, – ამ ინფორმაციას კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები