ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მედიკოსების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტი იმყოფებოდა „ტერმინალურ მდგომარეობაში“ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები