დოლიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გამთენიისას “მერსედესის” მარკის ავტომობილი დაიწვა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი, თავდაპირველად, ნაგვის ურნას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქვე მდგარ ავტომობილზე გადავიდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები