საქართველოში „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“ კონფერენცია გაიმართა

საქართველოში II საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია – „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“ გაიმართა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა საქართველოში სატყეო დარგში მიმდინარე პროცესები და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კონფერენციაზე სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებზე, ასევე, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პოლონურმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში სატყეო სფეროში არსებული მდგომარეობა გააცნო. კონფერენციას საქართველოს, პოლონეთის და აზერბაიჯანის აგრარული სფეროს სპეციალისტები, პოზნანის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები, ექსპერტები და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები