თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით,
 
 ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ასევე, მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ფხოვის, ხიდის, ხაზინის და 9 აპრილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბესაძის, დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ამასთან, დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), დიღმის მასივის VI კვარტლის და ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ანგია ბოჭორიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, გამარჯვების, ილია ვეკუას, ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გარდა ამისა, ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ასევე, 1:001 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორიონის II კვარტლის, დოესის და ზურაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნუილი, კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. მათივე თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები