იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დღეს ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. “ჩვენი საქართველო აქ არის”,- ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც წელს მეშვიდედ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები ტრადიციებითა და სამზარეულოთი. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე ესწრებოდნენ.
ფესტივალს სკოლის დირექტორი, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია უძღვებოდა.