ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბოლნისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
ბოლნისში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ნოემბრის ბოლომდე აკაკი წერეთლისა და სიონის ქუჩების კვეთაზე სანიაღვრე სისტემის მშენებლობა დასრულდება.
“მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ სამომავლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა ეფექტურად კეთილმოეწყოს”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.
მათივე, ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მუშა პროცესში კი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულნი. 2018 წელს ჯამში 5 ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
“ახალი სანიაღვრე ქსელის მშენებლობა ქალაქისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ქალაქის დასავლეთ ნაწილში საგზაო ინფრატრუქტურა გასამართია. ვფიქრობთ, საკითხების სიღრმისეული შესწავლა და შემდგომ პროექტების სწორად დაგეგმვა, მოგვცემს საშუალებას ქალაქში ათეული წლების მანძილზე არსებული პრობლემები ეფექტურად გადავჭრათ. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის პროექტი წლის ბოლომდე დაიწყება. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე შემსულებელი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას აქვს რამდენიმეწლიანი გეგმა, რომელიც ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ მოაგვარებს გზების საკითხს”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.