ნუკრი ქანთარია: ახლა საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზება, საჭიროა გულწრფელი საუბარი ამომრჩეველთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ახლა გადაბრალება-გადმობრალების დრო არ არის და ყველაფერი ხელისგულზეა. მისი შეფასებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ფეხდაფეხ მიჰყვება.
„უკვე მიმდინარეობს კი არა, მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება. სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფრანკენშტეინიზაცია და ავტორები ჩვენდა უნებურად ვართ ჩვენ. ეს არის გამოსასწორებელი. ახლა საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზაცია. არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერების, რომლებმაც მოგვცეს ხმა, არამედ იმ ხალხისაც, რომლებიც იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერები და გარკვეული მიზეზების გამო, განუდგნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის თუ როგორ მივედით ჩვენ ამ მდგომარეობამდე ექვსი წლს თავზე. მიზეზები არ არის სადღაც სიღრმეში და დიდი მოძიება არ სჭირდება. საჭიროა გულწრფელი, გულახდილი საუბარი ჩვენს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები