დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე 7 წელი და ექვსი თვე მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ის, ასევე, დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საუბარია 2005 წელს გატაცებულ ვამეხ აბულაშვილსა და კახა დაბრუნდაშვილზე, რომელთა საქმეები გირგვლიანის ეპიზოდთან გააერთიანეს. გამოძიების ინფორმაციით, პირადი შურისძიების მოტივით, მითითებული პირები ოქროყანის სასაფლაოზე, პირადად, ახალაიამ გაიტაცა.
დათა ახალაია სასმართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე, საბოლოოდ, შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები